სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პირობას ვდებთ, რომ გავაკეთებთ მაქსიმალურს, რათა ბავშვების ცოდნა იყოს საფუძვლიანი და მყარი“ - აფხაზეთის N2 სკოლა ახალ სასწავლო წელს მომზადებული ხვდება
14-09-2023
-
+


აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გასაახლებლად სრულ მზადყოფნაშია. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ელოდებიან, მათ დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. 

როგორც, სკოლის მათემატიკის მასწავლებელი დალი ფირცხალავა გვეუბნება, სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე იზრუნეს და 15 სექტემბერს მოსწავლეები საზეიმოდ მორთულ სკოლაში შეაბიჯებენ. 

„ახალი იდეებით, გამოწვევებით, შემართებით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს, როგორც ყოველთვის, სასწავლო წლის დასაწყისში გვაქვს სამზადისი მოსწავლეებთან შესახვედრად.

დირექციის ძალისხმევით გალამაზდა დერეფანი, მოვაწესრიგეთ საკლასო ოთახები, მივიღეთ სასკოლო სახელმძღვანელოები, შევადგინეთ სამუშაო-სამოქმედო გეგმა და კურიკულუმები.

1995 წლიდან ყოველი სასწავლო წლის დაწყება ჩემთვის დიდ ემოციებს უკავშირდება, ყოველი სასწავლო წელი იწყება დიდი მოლოდინით, რომ მომავალს აფხაზეთში ვიზეიმებთ. ამ შემართებით ვხვდებით თითოეულ მოსწავლეს და ვცდილობთ ეს ემოცია მათაც გადავცეთ, რადგან სწორედ ისინი არიან ის თაობა, ვინც აფხაზეთში დაგვაბრუნებს“,- გვეუბნება აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი დალი ფირცხალავა.

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ქრისტინა ავალიანი მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს, მოსწავლეთა მშობლებს კი ჰპირდება, რომ სკოლა ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ შვილებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს.

„ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო და მასწავლებლებო, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექციის სახელით მინდა მოგილოცოთ ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება. მინდა გისურვოთ საკმარისი ძალა და სურვილი ახალი მიზნების მისაღწევად და სასარგებლო საქმეების განსახორციელებლად, სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე. ვიმედოვნებ, ჩვენი ყველა მოსწავლე გაგვახარებს კარგი შეფასებებით და შედეგებით, მშობლები გამოავლენენ მაქსიმალურ მხარდაჭერას, როგორც ბავშვის განათლებაში, ასევე, მასწავლებლების ხელშეწყობაში. დაე, თქვენი შვილები გახდნენ თქვენი, სკოლის და ქვეყნის სიამაყის მიზეზები. ჩვენ კი, პირობას ვდებთ, რომ გავაკეთებთ მაქსიმალურს, რათა ბავშვების ცოდნა იყოს საფუძვლიანი და მყარი. იმისათვის, რომ მომავალში მოახდინონ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზება. აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც გაერთიანებულია განსაკუთრებული სახელის აფხაზეთის ქვეშ, ამიტომ მინდა გისურვოთ, ძალიან მალე აფხაზეთში და სამაჩაბლოში გვეზეიმოს სკოლის დაწყების, ცოდნის დღე“,- აღნიშნავს აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქრისტინა ავალიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება, წელს პირველ კლასში მივლენ ის მოსწავლეებიც, რომელთან ჯერ ექვსი წელი არ შესრულებიათ. ცვლილებით, წელს პირველ კლასში 1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვებიც ჩაირიცხნენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება