| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებსა და თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება.
სკოლას წელს 7 მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს, სკოლის 14 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, ამასთან, მათგან ხუთმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე კურსდამთავრებულთა მიღწევებით ამაყობს და მათ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებს.
„ხმალმა გაგვასწოროს“... ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვსდევს ყველამ გაიგოს ყველამ იცოდეს...
მოდელირებული ისტორიული ფაქტები დიდი პოპულარობით სარგებლობს ძევრის სკოლის მოსწავლეებში. მსგავსი მიდგომები სხვადასხვა საგნებში განაპირობებს მოსწავლეების საკითხით ღრმად დაინტერესებას და შემდგომ წარმატებას. 7 მედალი, 14 სტუდენტი, და 5 გრანტი. დაუჯერე ძევრის სკოლას“ - წერს სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა