სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N113 სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე დირექციისა და მოსწავლეთა მიღწევებზე საუბრობს - „ეს საშვილიშვილო საქმეა“...
14-09-2023
-
+


წარმატებული სკოლის საწინდარი პროფესიონალი, საქმეზე უზომოდ შეყვარებული ხელმძღვანელი, მუდმივად განვითარებაზე მზრუნველი მასწავლებლები და კეთილგანწყობილი ადმინისტრაციაა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სკოლა მოსწავლეთა მიღწევებით ფასდება, რასაც საბოლოოდ ეროვნული გამოცდების შედეგები აგვირგვინებს...

და ამ დროს, დაგვეთანხმეთ, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მოსწავლე ჰყავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, მთავარი ისევ და ისევ, პედაგოგიური საზოგადოების პროფესიონალიზმია, რომელიც დირექციის მხარდაჭერით, საყვარელ მოსწავლეებს უკვალავს გზას წარმატებისკენ

ასეთი თავდადების, პროფესიონალიზმის, მოსწავლეთა უანგარო სიყვარულის მაგალითია ცოტნე დადიანის სახელობის, თბილისის N113 საჯარო სკოლა, რომლის მოსწავლეთა მიღწევები და ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგები ნამდვილად არის სიამაყის საფუძველი.

სკოლის მიღწევებზე საუბრობს etaloni.ge-სთან სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ხატია შარვაშიძე, რომლის სამივე შვილი 113-ელია და როგორც ქალბატონი ხატია etaloni.ge-სთან აღნიშნავს, სწორედ მშობლიური სკოლის დამსახურებაა, მისი უფროსი შვილი, სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით რომ ჩაირიცხა.

etaloni.ge თბილისის N113 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მე გახლავართ ცოტნე დადიანის სახელობის, თბილისის N113 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ხატია შარვაშიძე.

მყავს სამი შვილი... ჩემმა უფროსმა ვაჟმა შარშან დაამთავრა აღნიშნული სკოლა ოქროს მედალზე და იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 100%-იანი დაფინანსებით. დანარჩენი ორიც ამავე სკოლის მოსწავლეა და მიხარია, რომ წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ მედალოსნები, საუკეთესო შედეგები აჩვენეს 113-ეს კურსდამთავრებულებმა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ სკოლაში არაერთი პროექტი განხორციელდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა მოსწავლეებზე და თვალნათლივ გვაქვს შედეგიც: ისინი მზად არიან პროფესიის, კარიერის, ცხოვრების გზის გონივრული არჩევისთვის,  მიდრეკილებების, შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით... და ეს ყველაფერი ხდება მაშინაც, როცა ჩვენი სკოლა სხვა სკოლის შენობის კედლებში განაგრძობს ფუნქციონირებას!

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სკოლის შენობა იყო არარენტაბელური და სწავლის პროცესი იყო საფრთხისშემცველი, ჩვენი სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლია გაბინაშვილი ერთი წუთით არ გაჩერებულა და ეს გამოწვევაც ახალ შესაძლებლობად აქცია. მოგეხსენებათ ჩვენი სკოლის შენობა იყო არასტანდარტული, ამავდროს, თვალნათლივ ჩანდა სკოლის კედლების  რღვევა, არ გვეთმობოდა ძველი, თუმცა რეალობასთან შეგუება სასკოლო საზოგადოებისაგან დიდ თმენასა და გაგებას  რომ საჭიროებდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებზე არაერთხელ განგვიმარტა ქალბატონმა ლიამ.

იყო და დღესაც არის არაერთი გამაღიზიანებელი მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ სკოლას აღარ აგვიშენებდნენ, მაგრამ  თავად ვარ მომსწრე იმისა, რომ სკოლის დირექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აგრეთვე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და ჩართულობით აწესრიგებს და ამზადებს დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა სკოლის ახალი, XXI საუკუნის სტანდარტების შენობის ასაშენებლად.

სამწუხაროდ ჩვენ გვგონია, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არის შესაძლებელი, უბრალოდ საჭიროა გაგებით მივუდგეთ ამ საშვილიშვილო საქმეს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება