სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვიხარია და ვამაყობთ თქვენი წარმატებით!“ - საგარეჯოს N4 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
13-09-2023
-
+


საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის 25 კურსდამთავრებული წელს სტუდენტი გახდა. ახალგაზრდებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. ამასთან ორმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.

სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს უსურვებენ. 

„საგარეჯოს N4 საჯარო სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას! ძალიან გვიხარია და ვამაყობთ თქვენი წარმატებებით!  წელს მე-4 სკოლა 35-მა მოსწავლემ დაამთავრა. მათგან გვყავს ორი 70 და 50%-იანი დაფინანსებით, დანარჩენი 23 მოსწავლეც ჩაირიცხა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. გილოცავთ, კიდევ ერთხელ და გისურვებთ წინსვლას თქვენს მიერ არჩეულ პროფესიაში! ფერადი და ლამაზი სტუდენტობა გქონოდეთ!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება