სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

​წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს 
13-09-2023
-
+


​წალკის N1 საჯარო სკოლის 16 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წელს სკოლა ოცმა ახალგაზრდამ დაამთავრა. მათგან 19 ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩაება, თექვსმეტმა სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა, სამმა - დაფინანსებაც.

ელადა ბერძენიშვილი, მონიკა ბუნტური, დიანა გადრანი, ემზარ გარდაფხაძე, ქეთი დავითაძე, სოფიკო ვანაძე, მათე ვიბლიანი, გიორგი ვიბლიანი, ირმა ირემაძე, ნუკრი მეკეიძე, გიორგი მილდიანი, ბექა მიქელაძე, ლევან მურღვლიანი, მარიამ ნანსყანი, სვეტა სტეპანიანი, ბექა ჭელიძე სექტემბრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (3 სტუდენტი), სანდიეგოს უნივერსიტეტში (1), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - თსსუ (1), ტექნიკურ უნივერსიტეტში  (1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (5), საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (1), ევროპის უნივერსიტეტში (1), სოხუმის უნივერსიტეტში (1), კავკასიის უნივერსიტეტში (1), გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში (1) გააგრძელებენ სწავლას მედიცინის, ინჟინერიის, პედაგოგიურ, სამართლის, ტურიზმის, ისტორიის, ფსიქოლოგიის, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტებზე.

სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებს. 

„ვულოცავ, ჩვენს კურსდამთავრებულებს, მათ მშობლებს, სკოლას! წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებს და მათაც, ვისაც სასურველი შედეგის დადებამდე სულ ცოტა დააკლდა“,- აღნიშნავს დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება