| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მომავლის სკოლას სამი წამყვანი მასწავლებელი შეემატა.
სკოლის პედაგოგებმა გიორგი ნებიერიძემ, გურანდა სხილაძემ და თეა დავლაძემ სტატუსი აიმაღლეს. პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. პედაგოგებს წამყვანის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლაში პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„ზესტაფონის მომავლის სკოლა ულოცავს გიორგი ნებიერიძეს, გურანდა სხილაძეს და თეა დავლაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიღებას. გისურვებთ, მრავალ წარმატებულ სასწავლო წელს, საინტერესო და ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა