| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლის 9 კურსდამთავრებულიდან 8 სტუდენტი გახდა. ახალგაზრდებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში კურსდამთავრებულებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ, მათი წარმატება ახარებთ და იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდები კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევენ და ასახელებენ სკოლასა და მასწავლებლებს.
დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი