სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვირიშის საჯარო სკოლის პედაგოგ ლეილა ფრუიძეს  საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
12-09-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს - ლეილა ფრუიძეს, რომელმაც ქვეყანას არაერთი განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდა, შრომა დაუფასდა და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

„ღვირიშის სკოლაში დიდი სიხარულია. ჩვენი სკოლის საუკეთესო მასწავლებელს ლეილა ფრუიძეს - პროფესიონალიზმის, სიყვარულის, სათნოების, მეგობრობის, ოჯახისქალობის, ყველა ადამიანური ღირსების სიმბოლოს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა“,- გვიყვებიან ღვირიშის საჯარო სკოლაში, სადაც კოლეგის წარმატება განსაკუთრებულად ახარებთ. 

ლეილა ფრუიძეს სიგელი და სამკერდე ნიშანი, საზეიმო ვითარებაში გადასცა ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი სილაგაძემ. ასევე, პედაგოგს მიულოცა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ჭაბუკი ჭაბუკიანმა.

მწერალთა კავშირის წევრმა, პოეტმა - ლალი ფრუიძემ კი ულამაზესი ლექსით მიულოცა, ეს მშვენიერი დღე დამსახურებულ მასწავლებელს. 

ლეილა ფრუიძის წარმატებებით ამაყობდნენ და ულოცავდნენ კოლეგები, ყოფილი და ახლანდელი მოსწავლეები, მშობლები.

„ჯანმრთელობა და წინსვლა ვუსურვოთ ქალბატონ ლეილას, მის დიდ და ლამაზ ოჯახთან ერთად. ქალბატონი ლეილას მეუღლემ, ბატონმა ტრისტან გუგავამ, ეს საზეიმო განწყობა, ზანდურის სახლში გადმოიტანა და ის სითბო და გულითადობა, რაც სტუმრებმა ლეილა მასწავლებლის მიმართ გამოხატეს, დიდხანს გაჰყვება ზანდურის სახლის შემოგარენს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება