| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლას წელს 9 აბიტურიენტი ჰყავდა. თითოეულმა მათგანმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მათ შორის ორმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. საბა წულუკიძე კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე, მათე მიქელაძე კი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით ისწავლიან.
ანეტა ზაქარაძემ, ლიზი ფოთელუძემ, მარი აბულაძემ, გიორგი ფუტკარაძემ, ნიკა აბულაძემ, ანრი ქამადაძემ, ნინო შოთაძემ კი წარმატებით ჩააბარეს მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში.
სკოლაში აბიტურიენტებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.
„კლასის ხელმძღვანელი გულიკო თურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავენ 2022/2023 წლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას და უსურვებს წარმატებას შემდეგ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა