| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ.
სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელს - თეონა ლომიტაშვილს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
ასევე, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელებმა - სიუზანნა ეგიკიანმა, წოვინარ ბაბოიანმა და გეღეც ეფრიკიანმა წარმატებით ჩააბარეს საგნის გამოცდა.
სკოლაში პედაგოგთა წინსვლა ახარებთ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„სკოლამ სასწავლო წელი დაიწყო სასიხარულო და კარგი ცვლილებებით. სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელს - თეონა ლომიტაშვილს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო სიუზანნა ეგიკიანმა, წოვინარ ბაბოიანმა და გეღეც ეფრიკიანმა წარმატებით ჩააბარეს საგნის გამოცდა და ელოდებიან სტატუსის მინიჭებას. ყაურმის საჯარო სკოლის პედკოლექტივი ულოცავს მათ წარმატებას და უსურვებს ჯანმრთელობას, კარიერულ წინსვლას და ყოველივე კარგს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა