| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის მასწავლებელი ლელა მამულაძე ახალ სასწავლო წელს ახალი სტატუსით დაიწყებს.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.
„გილოცავთ, წამყვანის სტატუსს, რომელიც დიდი შრომის შედეგია და მუდამ წარმატებას გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას