| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - მზევინარ საგინაძემ და თეონა მახარაძემ მასწავლებლის საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
მზევინარ საგინაძე კომპეტენცია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდაზე დაადასტურა, თეონა მახარაძემ - დაწყებითი კლასების მასწავლებელთა გამოცდაზე (ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა I - IV კლასები).
სკოლაში მასწავლებლებს წინსვლას ულოცავენ.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის პედაგოგებს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების წარმატებით დაძლევას“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა