| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნინო ბუხნიკაშვილი ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით იწყებს.
პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.
სკოლაში მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.
„სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, არაჩვეულებრივ პედაგოგს, მიზანდასახულ, შრომისმოყვარე, გულისხმიერ კოლეგას, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალს - ნინო ბუხნიკაშვილს ვულოცავთ, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას. ვუსურვებთ წინსვლას და კიდევ მრავალ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში!“- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა