სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რეხის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ლომაშვილი კურსდამთავრებულებს - მაიკო და შაკო ყავრელაშვილებს სტუდენტობას ულოცავს 
08-09-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია, შესაბამისად, წელს სკოლა სულ 4-მა მოსწავლემ დაამთავრა. მათგან ორმა - მაიკო ყავრელაშვილმა და შაკო ყავრელაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 

აღსანიშნავია, რომ შაკო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. მაიკო კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლება სასურველ პროფესიას. 

აღსანიშნავია, რომ მაიკო ყავრელაშვილი და შაკო ყავრელაშვილი დედმამიშვილები არიან.

სკოლის დირექტორ ნინო ლომაშვილს, რომელიც კურსდამთავრებულთა დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარია, ნიჭიერი და მონდომებული და-ძმის წარმატება ახარებს, მათ მიღწეულ შედეგს ულოცავს და წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებს. სკოლის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები კვლავ დიდი შემართებით გააგრძელებენ სწავლას, სასურველ პროფესიებს წარმატებით დაეუფლებიან და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს არაერთხელ მისცემენ. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება