| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები - ინგა ფხაკაძე და მარეხი ნიქაბაძე ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდებიან.
პედაგოგებმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.
სკოლის დირექცია პედაგოგებს პროფესიულ წარმატებას ულოცავს.
„ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის დირექცია ჩვენი სკოლის პედაგოგებს - ინგა ფხაკაძესა და მარეხი ნიქაბაძეს ვულოცავთ წამყვანის სტატუსის მინიჭებას და ვუსურვებთ მათ კარიერულ წინსვლას და შემდგომ წარმატებებს...“- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა