სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

რომელ უნივერსიტეტებს აქვს საერთო საცხოვრებელი, რამდენია გადასახადი და ვის ენიჭება უპირატესობა? 
19-09-2023
-
+


სტუდენტებისათვის ახალი, საინტერესო თავგადასავლებითა და გამოწვევებით დატვირთული სასწავლო წელი დაიწყო. ზოგიერთი მათგანისთვის კი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საცხოვრებელი სივრცე რჩება. სტუდენტების ნაწილს, რომლებიც სწავლას მშობლიური სახლიდან მოშორებით იწყებენ, საშუალება არ აქვთ, რომ ბინის ქირა დამოუკიდებლად გადაიხადონ. 

ასეთ დროს გამოსავლი წესით, საერთო საცხოვრებელი უნდა იყოს. etaloni.ge დაინტერესდა, სტუდენტებს ამ სერვისს რომელ უნივერსიტეტები სთავაზობენ. გაირკვა, რომ თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საერთო საცხოვრებელი მხოლოდ ერთს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს. თსუ-ს ორი კამპუსი აქვს - ბაგებში და ლისზე. ბაგების საერთო საცხოვრებელი ძველია, ლისზე მდებარე კი შედარებით ახალი აშენებულია. იქ მოსახვედრად სტუდენტებმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ:

„მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ხდება ონლაინ რეგისტრაციის შედეგებისა და რეგისტრაციაგავლილ სტუდენტთა მიერ, შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის საფუძველზე, ქვემოთმოცემული კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მიხედვით:

  • ა) სტუდენტი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები;
  • ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა;
  • გ) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მაცხოვრებელი სტუდენტის და ან ძმა;
  • დ) სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი, ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა;
  • ე) სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში;
  • ვ) სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს საზღვრისპირა რეგიონში;
  • ზ) სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილის ოჯახის წევრი (შვილი);
  • თ) სტუდენტი, რომელიც არ მიეკუთვნება ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას“,- ვკითხულობთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. 

რაც შეეხება საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფს, გადასახადი ბაგების საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტისათვის - თვეში 50, ხოლო ლისის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტისათვის - თვეში 150 ლარია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რიგ შემთხვევებში შეღავათი მოქმედებს და ლისზე მდებარე კამპუსში ცხოვრების ღირებულება 120 ლარია.

როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, საერთო საცხოვრებელი მათაც აქვთ, თუმცა ტარიფების შესახებ ინფორმაცია განთავსებული არ არის. 

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს სთავაზობს, რომელიც უზრუნველყოფილია კომფორტული საცხოვრებელი პირობებით: სამჯერადი კვებით, სამეცადინო და მოსასვენებელი ოთახებით, ინტერნეტით და სხვა ტექნიკური საშუალებებით.
მისამართი: ჭყონდიდელის 87 (კიკვიძის პარკის გვერდით)“,- წერია უნივერსიტეტის გვერდზე. 

საერთო საცხოვრებელი აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსაც.

„დღეისათვის სთავაზობს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდ კამპუსს (საუნივერსიტეტო ქალაქს ქალაქში).  KIU კამპუსი მდებარეობს ქალაქი ქუთაისის ცენტრის მახლობლად. კამპუსი განფენილია 160 ჰექტარზე და გარშემორტყმულია ბიო მრავალფეროვანი ტერიტორიით“,- წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საცხოვრებელში დაბინავებისას სტუდენტთა გარკვეულ ჯგუფებს ზოგადი დაბინავების პრიორიტეტების მიხედვით, უპირატესობა ენიჭებათ, მაგალითად ,სტუდენტებს, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; სტუდენტებს, რომლებიც იღებენ საცხოვრებლის დაფინანსებას უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდიდან; სტუდენტების, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ უნივერსიტეტის გვერდზე გაეცნოთ. 

რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, როგორც ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, თანამედროვე სტანდარტების, 200 მობინადრეზე გათვლილი, ოთხსართულიანი სტუდენტთა საცხოვრებელი ემსახურება. საცხოვრებელი ბათუმში, ლეონიძის ქ. #15-ში მდებარეობს და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. შენობა ძირითადად 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი.

საერთო საცხოვრებელში შესახლება ხდება წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და გაზაფხულის სემესტრის დაწყებისას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დადგელ ვადებში.

უპირატესობა ბინადრობაზე:

  • რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (70 000 და ნაკლები ქულა);
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა მცხოვრები სტუდენტები;
  • აჭარის მაღალმთიან რაიონში მცხოვრები სტუდენტები - ხულოს რაიონი, შუახევის რაიონი, ქედის რაიონი, ხელვაჩაურის რაიონის სოფლები: ქვედა ქოქოლეთი, ქობულეთის რაიონის სოფლები: დიდვაკე, ხინო;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილი;
  • საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი;
  • ობოლი (დედით ან მამით);
  • იძულებით გადაადგილებული (დევნილის) სტატუსის მქონე;
  • მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი) ოჯახის წევრი;
  • ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული) ოჯახის წევრი;
  • მარტოხელა დედა;
  • ერთი მშობლის მზრუნველობის ქვეშ;
  • და ან/და ძმა არის ბსუ-ს სტუდენტი.

საერთო საცხოვრებელში ცხოვრების ღირებულება კი ბსუ-ს სტუდენტისათვის/პროფესიული სტუდენტისათვის - ყოველთვიურად 100 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ბსუ-ს სტუდენტებისათვის - ყოველთვიურად 100 აშშ დოლარი (აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), ხოლო სხვა პირთათვის/ბსუ-ს სტუმრებისათვის - ყოველთვიურად 100 აშშ დოლარია. 


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება - დეტალები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

აღზრდასა და თავისუფლად გაზრდას შორის სხვაობის შესახებ მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს

სწავლის დასრულებისა და ყველაზე ხანგრძლივი არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
კონკურსებს ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ჟიური
 

„სინათლით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო!“

სკოლის ადმინისტრაციისა და მაღალკლასელთა ორგანიზებით, სახალისო აქტივობები მოეწყო

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, სიმღერები, მისალოცი სიტყვები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება