| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
წელს სკოლას სამი წამყვანი მასწავლებელი შეემატა.
სკოლის პედაგოგებმა - ქეთევან ყაჭაშვილმა, გულნაზ გუგენიშვილმა და ნინო გოგილაშვილმა სტატუსი აიმაღლეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.
სკოლაში პედაგოგის წინსვლა ახარებთ, სტატუსის ამაღლებას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„კიდევ ერთი სასიხარულო სიახლით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს! ჩვენი სკოლის ინგლისური ენისა და ხელოვნების მასწავლებლებს - ქეთევან ყაჭაშვილს, გულნაზ გუგენიშვილსა და ნინო გოგილაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
ჩვენო ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ კარიერულ წინსვლას და კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ როგორც პროფესიაში, ისე პირად ცხოვრებაში“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა