| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხა.
2023 წელს სკოლა დაამთავრა ოთხმა მოსწავლემ - ნანა სანიკიძემ, ნიკა გოგოლაძემ, ნიკა მებურიშვილმა და ლუკა სანიკიანმა. ოთხივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცა. ამასთან, მათგან ნანა სანიკიძემ 70%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ოთხივე კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი. გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო ცხოვრების მომდევნო ეტაპზე ღირსეულად გადასვლას. წარმატებები მუდამ სავალ გზებზე. გვეიმედებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა