| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავენ.
წელს სკოლას ოთხი წამყვანი მასწავლებელი შეემატა. სკოლის პედაგოგებმა - პეპო ბუძიშვილმა, მზია ხუციშვილმა, ანა ჯანგიშერაშვილმა და ია ჯანაშვილმა სტატუსი აიმაღლეს.
სკოლაში პედაგოგთა პროფესიული წინსვლა ახარებთ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის პედაგოგებს - პეპო ბუძიშვილს, მზია ხუციშვილს, ანა ჯანგიშერაშვილს და ია ჯანაშვილს ვულოცავთ პროფესიულ წინსვლას. წამყვანი მასწავლებლის სტატუსს, გვახარებს თქვენი წარმატება და კიდევ ბევრ წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სკოლას, ჩვენი ბავშვების სასიკეთოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა