| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლას ყოველთვის ჰყავს წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები, ამჯერად სკოლის ოქროს მედლის კანდიდატებმა, ცოდნა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაადასტურეს.
ლიკა ჭოლოკავამ და თამარ ქაშიბაძემ გამოცდები მაღალ ქულებზე ჩააბარეს და 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს, სწავლას კი თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებენ და საოცნებო პროფესიებს დაეუფლებიან.
სკოლა ამაყია, წარჩინებული მოსწავლეების მიღწევით.
„ვულოცავთ მთელი სკოლის სახელით და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა