| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის მოიპოვეს გრანტი და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცეს. სკოლიდან უნივერსიტეტში სწავლას სახელმწიფოს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით გააგრძელებს 22 ახალგაზრდა.
„მორიგი წარმატების სიხარული მეორე საჯარო სკოლაში. დიდი სიხარულით გილოცავთ, საგრანტო დაფინანსებას და წარმატებებს გისურვებთ ჩვენ საამაყო კურსდამთავრებულებს.
უღრმესი მადლობა თითოეულ პედაგოგს ვისაც წვლილი მიუძღვის თქვენ წარმატებაში!
თქვენგან კვლავ მრავალ წარმატებას ველოდებით!
ასევე, ყველა კურსდამთავრებულის მშობელს გილოცავთ, თქვენი შვილების წარმატებებს, ვუსურვებთ ბედნიერ სტუდენტობას და ცხოვრების იღბალს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა