| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.
სკოლის პედაგოგებმა - ხატია ხარაიშვილმა და ნონა გაგლოშვილმა მასწავლებლის სტატუსი აიმაღლეს. ხატია ხარაიშვილმა მენტორის სტატუსი მოიპოვა, ნონა გაგლოშვილს კი წამყვანის სტატუსი მიენიჭა.
სკოლაში მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„მიხეილ მურვანიშვილის სახელობის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის სახელით ვულოცავთ ხატია ხარაიშვილს მენტორი მასწავლებლის, ხოლო ნონა გაგლოშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას!“- ვკითხულობთ სკოლის გავრცლებულ წერილში.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა