| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახმეტის N2 საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან განათლება აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
სკოლის 24-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. ამასთან სამმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სამმა 70%-იანი, ოთხი კი უნივერსიტეტში სწავლას 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებს.
წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:
სკოლაში მოსწავლეებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს უსურვებენ.
„სასიხარულო ამბავია, როცა სკოლის კურსდამთავრებულები აღწევენ წარმატებას შრომის შედეგად. 2022-2023 სასწავლო წლის 24 კურსდამთავრებული ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში.
ვულოცავთ, სკოლის კურსდამთავრებულს ცხოვრების ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას! ნაყოფიერ სტუდენტობას ვუსურვებთ! თქვენ ხართ იმედი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მერმისისა! უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს თქვენს სავალ გზას! გილოცავთ, ვამაყობთ და გვეიმედებით!️“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა