სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ“-საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
05-09-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა წარმატებაზე აისახება.

ამჯერად, სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ, ახალგაზრდები სხვადსხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ და მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ და საოცნებო პროფესიებს დაეუფლებიან, წარმატებულ კურსდამთავრებულთაგან ერთ-ერთი კი ბრიტანულ უნივერსიტეტში ისწავლის. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  • მარიამ ტალახაძე - ბრაიტონის უნივერსიტეტი;
  • ანა გულისაშვილი, თემო გიორგაძე და გიორგი ქარჩხაძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტ (GIPA/ჯიპა);
  • საბა თევზაძე და რატი მინაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • ნიკა ტვილდიანი და ლუკა ლურსმანაშვილი და თემო ანთიძე - კავკასიის უნივერსიეტი;
  • ლიზა ჭეჟია და ლიზი თათულიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ნინო კაპანაძე და ნიკა ყავლაშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU);
  • მარიამ კობახიძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU);
  • ლიკა ლომიძე - ევროპის უნივერსიტეტი;
  • გიორგი პირველი და ნიკოლოზ ტატუნაშვილი სწავლას მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.

სკოლის დირექტორი ლალი მელივა, რომელიც კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივარია, ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებს. 

„საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულო პირველკურსელებო!

გილოცავთ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას.

უსაზღვროდ გვახარებს თითოეული თქვენგანის წარმატება. ეს გახლავთ უდიდესი არჩევანი - პროფესიის, რომლითაც კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგათ პიროვნული განვითარებისკენ, პროფესიის დაუფლებისკენ, რითაც საკუთარი ოჯახისა და სამშობლოს მსახურების უდიდესი შანსი გეძლევათ.

ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ, თქვენი პროფესიონალიზმი ჩვენი სამშობლოს წინსვლის გარანტია იქნება. გისურვებთ, ბედნიერ სტუდეტობის წლებს. კვლავ მრავალი საინტერესო და სასახელო მწვერვალი დაგეპყროთ.

გპირდებით, რომ თქვენი სკოლა ის მშობლიური ადგილია, სადაც მუდამ სიამაყით შეხვდებიან თქვენს მიერ გადადგმულ ღირსეულ და წარმატებულ ნაბიჯებს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ლალი მელივა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება