სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალ-ახალი მიღწევებით ეხარებინოთ ოჯახი, მშობლიური სკოლა და გულშემატკივარი“ - ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
04-09-2023
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.

სკოლაში ახარებთ, რომ ახალგაზრდები ცოდნას უნივერსიტეტებში გაიღრმავებენ, სასურველ პროფესიებს დაეუფლებიან და იმედი აქვთ, რომ ასახელებენ სკოლას. 

სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი, რომელიც კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივარია ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს უსურვებენ. 

„1 სექტემბერს, ახალი სასწავლო წელიც დაიწყო და ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებიც გამოქვეყნდა.

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში, სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.

ვულოცავ, მათ და მათთან ერთად ყველა პირველკურსელს სტუდენტობას!

ახალ-ახალი მიღწევებით ეხაროთ და ეხარებინოთ ოჯახიც, მშობლიური სკოლაცა და ყველა გულშემატკივარიც!

ახალ სასწავლო წელს ვულოცავ, უპირველესად, ჩემს ბარდნალის სკოლას, შემდეგ კი საქართველოს ყველა სკოლას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ!

ბოლოს კი, კოლეგები ვაჟასეულად მსურს გაგამხნევოთ:

გჯეროდეთ, მასწავლებელი

რომ დაფასდება ჩვენშია,

რადგან ხსნა ჩვენი ერისა

მხოლოდ და მხოლოდ ჩვენშია!

P.S. თითქმის ყველამ იცით, რომ სკოლა ჩემთვის ბავშვების ჟრიამულთან ასოცირდება და მათ გარეშე აქ ყოფნა არ მიყვარს, მაგრამ შევეცადე, რომ დღე საქმიანად და ხალისიანად დამეწყო, ისევ და ისევ თქვენთვის, ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო!“,- ვკითხულობთ მთვარისა ახვლედიანის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება