| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის N3 საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის მოიპოვეს სახელმწიფოს დაფინასება და სასკოლო საზოგადოებას სიხარულისა და სიამაყის საფუძველი მისცეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლას 2023-2024 სასწავლო წელს ჰყავდა 54 ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული, რომელთაგან 37-მა მოიპოვა სახელმწიფო გრანტი, მათ შორის 7-მა მოსწავლემ 100%-იანი დაფინანსება დაიმსახურა, 8 მოსწავლემ 70%-იანი. ხოლო 22-მა 50%-იანი.
სკოლაში კურსდამთავრებულებს განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ და ახარებთ, რომ პედაგოგთა ღვაწლი დაფასდა.
„საკმაოდ წარმატებული შედეგია! ვამაყობთ სკოლა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების დაუღალავი შრომის შედეგებით. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს შრომისმოყვარე და ნიჭიერ ძვირფას პედაგოგებსა და მოსწავლეებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა