სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიყვარულითა და სიამაყით გილოცავთ სტუდენტობას“ - ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
04-09-2023
-
+


ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.

სკოლა ამაყობს მათი წარმატებით და ცხოვრების ახალ გზაზე წინსვლას უსურვეებს.

სკოლის დირექტორი ნინო მურვანიძე, რომელიც კურსდამთავრებულთა დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარია ახალგაზრდებს მიღწეულ შედეგს ულოცავს და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებს. 

„ჩემო ძვირფასო კურსდამთავრებულებო! უკვე სტუდენტებო, უკვე გრანტოსნებო! სიყვარულითა და სიამაყით გილოცავთ სტუდენტობას, ყველაზე ბედნიერ ხანას თქვენს ცხოვრებაში...

8 კურსდამთავრებული და 4 ოქროს (გიორგი კორძაია, მარიამ აბუსერიძე, ანრი ლეონიძე, მარიამ კაპანაძე) და 1 ვერცხლის მედალოსნობის კანდიდატი - მარიამ ყულჯანიშვილი).

ორი 50%-იანი გრანტის მფლობელი: გიორგი კორძაია და მარიამ კაპანაძე.

პ.ს თუმცა, ნინიკო წულუკიძის 70%-იან გრანტსაც „გორდას“ კუთვნილად მივიჩნევთ!!! (10-თვიანმა დაშორებამ კიდევ უფრო გაამძაფრა და გააძლიერა ჩვენი სიყვარული!!!)

მადლობა ჩემს კოლეგებს, ჩემს შესანიშნავ გოგო-ბიჭებს (ასე ვეძახი ჩემს მასწავლებლებს  -ამდენი სიხარულისგან რა დააბერებთ...)

მადლობა მშობლებს-თანადგომისთვის...

ბავშვებს-უძილო ღამეების შედეგისთვის, ჩემი მოთმენისა და ატანისთვის (გეხუმრეთ, არ შეიფეროთ, ასე რომ არ ყოფილიყო, სტუდენტობაზე ვერც იოცნებებდით...).

და ბოლოს: ყველას ერთად, გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!!“, - ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება