სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის 11 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, მათგან ოთხი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებს
04-09-2023
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. 

სკოლიდან წელს სტუდენტები გახდნენ:

1. თათია ქარქაშაძე  - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, 70%-იანი გრანტი;

2. მარიამ ცერცვაძე - ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არქიტექტურა, 70%-იანი  გრანტი;

3. ნატალი ბუსკივაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების საბაკალავრო პროგრამა, 50%-იანი გრანტი;

4. ლევან კოვზირიძე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი,  ინგლისურენოვანი, კომპიუტერული მეცნიერებები, 50%-იანი გრანტი;

5. ანანო კუბლაშვილი  - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;

6. ზურა გავაშელაშვილი - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიული. (უფასო ფაკულტეტი)

7. მიშიკო კუბლაშვილი - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, (ისწავლის სახელმწიფოს დაფინანსებით);

8. ლუკა კოვზირიძე - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი - ელ.ინჟინერია (უფასო ფაკულტეტი);

9. გიორგი ქურცაძე  - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერებები;

10. თორნიკე დოლაკიძე - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაკუტლეტი - ისტორიული, (დააფინანსებს სახელმწიფო მიღებული მაღალი ქულების საფუძველზე);

11. მარიამ ვაჭარაძე - ქუთაისის უნივერსიტეტი, ტურიზმი.

სკოლაში მათ მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.

„რაოდენ სასიხარულოა, როცა სკოლა, მასწავლებლები, მშობლები და თავად მოსწავლეები იმკიან წლების განმავლობაში გაწეული შრომის ნაყოფს და ეს ნაყოფი არის საკმაოდ ტკბილი და სასიამოვნოა.

მინდა, ჩემს ყოჩაღებს დიდი სიყვარულით მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება, სტუდენტობა სასურველ უნივერსიტეტებში.

აღსანიშნავია, რომ ყველა მოსწავლე არჩეული პირველივე უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ყველას ბედნიერ სტუდენტობას, წარმატებულ მომავალსა და იღბლიან ცხოვრებას გისურვებთ ჩემო კარგებო.

მე ყოველთვის მქონდა თქვენი იმედი. მადლობა იმედების გამართლებისთვის.

უყვარხართ თქვენს მასწავლებლებს. გილოცავთ! გილოცავთ! დაგლოცავთ!

სულ წარმატებებით გევლოთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება