სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

​ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის 14 კურსდამთავრებული უკვე სტუდენტია - გაიცანით წარმატებული ახალგაზრდები
01-09-2023
-
+


1-ელ სექტემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული აბიტურიენტების რანჟირებული სია გამოაქვეყნა; ეს კი იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტები უკვე სტუდენტები გახდნენ და მათმა ნაწილმა სახელმწიფო დაფინანსებაც მოიპოვა.

ბუნებრივია, რომ სკოლები ამაყობენ საკუთრი კურსდამთავრებულების შედეგებით, etaloni.ge-ს შთაბეჭდილებებს უზიარებენ და ფართე საზოგადოებას ამ საამაყო ბავშვების მიღწევების შესახებ უამბობენ.

დღეს ამაყია ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია:

ქეთევან მანჯავიძე, 70%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით, თსუ-ში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა; თაკო სებისკვერაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე ისწავლის 50%-იანი გრანტით;

გიორგი კალანდაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას ქართულის ფილოლოგიის განხრით 50%-იანი გრანტი, ხოლო მარიამ ნიქაცაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის პროფესიას დაეუფლება.

თინათინ შარიქაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესადმინისტრირების სტუდენტია, მარიამ მიქაბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულის ფილოლოგიის, დავით გურგენიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინას შეისწავლის, ლიკა ავალიშვილი კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სამართლის ფაკულტეტზე განაგრძობს სწავლას;

ელენე შველიძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩია გეოგრაფიის განხრით, ქრისტინე ლაცაბიძემ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; დავით ლომსაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე განაგრძობს სწავლას, ლუკა იჩქიტიძე ევროპის უნივერსიტეტში - დიპლომირებული მედიკოსი გახდება და შიდა 50%-იანი გრანტით ისწავლის.

საბა ბერაძემ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აირჩია, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით, ხოლო თედო სებისკვერაძე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგის სპეციალობას დაეუფლება.

სკოლა ამაყობს საკუთრი კურსდამთავრებულებით და უსურვებს წარმატებას ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება