| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, მოსწავლეთა მიღწეული წარმატებით კი განსაკუთრებულად გაიხარეს.
წელს სტუდენტი სკოლის 40 კურსდამთავრებული გახდა. მათგან ოთხმა კი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა 2022-2023 სასწავლო წელს 55 ახალგაზრდამ დაამთავრა. მათ შორის 44 კურსდამთავრებული ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე გავიდა. 40 მათგანი კი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
„სკოლა ამაყობს მოსწავლეთა შედეგებით და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებას ქვეყნის საკეთილდღეოდ!“- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა