| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ცირა მგელაძემ, რობერტი ფასანიძემ და სოფო ვაშაყმაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, მათი წარმატება განსაკუთრებულად ახარებთ და ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებენ.
საყდრიონის საჯარო სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებულთა დამრიგებელი ნინო არძენაძე, პედაგოგებთან და დირექციასთან ერთად, იზიარებს აბიტურიენტების სიხარულს.
„ცირა მგელაძე, რობერტი ფასანიძე, სოფო ვაშაყმაძე - გილოცავთ და წარმატებული გზებით გევლოთ მთელი ცხოვრება. გვიხარია და გვიყვარხართ. მუდამ თქვენს ერთად გვიგულეთ. თქვენი წარმატება - ჩვენი წარმატებაცაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა 45 ათასზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, ხოლო სტუდენტის სტატუსი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა