| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ, მათ მიღწეულს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის ცხრავე კურსდამთავრებულს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.
გისურვებთ, წარმატებებს ცხოვრებაში, გამოიყენეთ მიღებული ცოდნა, როგორც საკუთარი მიზნებისთვის, ასევე სამშობლოს კეთილ საქმეებში.
იყავით ღირსეულნი, პატივსაცემი, შემოქმედი და სამშობლოს მოყვარულნი, იყავით მისაბაძი ადამიანები სამშობლოს სიყვარულში. გვეამაყებით და გვეიმედებით“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა