| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე, რომელიც კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივარია, ახალგაზრდების წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს.
„უდიდესი ბედნიერება მომანიჭეს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა ამ დილით.
ხუთიდან ხუთივე უკვე სტუდენტია.
ამჯერადაც 100% შედეგი დადო განახლების საჯარო სკოლამ.
ასევე, ჩვენი სიხარული გააორმაგა იმ ფაქტმა, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლევან იაკობაძე ჩაირიცხა ილიას უნივერსიტეტში- ბიზნეს-ადმინისტრორების ფაკულტეტზე.
გილოცავთ, ბავშვებო. ჩვენ ყოველთვის თქვენი წარმატებების მომსწრენი ვიქნებით. მადლობა, თქვენ ბედნიერების მონიჭებისათვის“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა