სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა - დოკუმენტი
16-08-2023
-
+


დამტკიცდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა უწყებას დაევალა, „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენა, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენა და ასაკისთვის შესაბამის ფორმალურ განათლებაში ჩართვის მხარდაჭერა, ასევე ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლენა და „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება“.

განათლების სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული 6-დან 16 წლის ჩათვლით მოსწავლის სტატუსის მქონე ბავშვების შესახებ შემდეგი ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიწოდებას;

უფრო კონკრეტულად, სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მოძიებას, მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დაზუსტებას/დადგენას, საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებასა და კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვის განათლების უფლების აღსრულების ვალდებულების შესახებ;

ბ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებას;

გ) ბავშვის სკოლის მიღმა დარჩენის მიზეზების მოკვლევას ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვის შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალური ბარათის“ შესაბამისად;

დ) ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ინფორმაციის  გადამისამართება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად;

ე) ამ პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე,  შედეგების დამუშავებას შემდგომი რეაგირების მიზნით.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება