სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის N3 სკოლის VII კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სასწავლო წელი და კონკურსებში მოპოვებული წარმატება 
11-08-2023
-
+


ქობულეთის N3 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებისთვის 2022-2023 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით, მეშვიდეკლასელები აქტიურად მონაწილეობდნენ, არაფორმალური განათლების პროექტებშიც და წარმატებას აღწევდნენ. 

მათ შორის, კლასის მოსწავლეებმა არგუმენტირებული მსჯელობით სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ბლიც-რეფერატები. მოეწყო ლოგიკურ - შემეცნებითი და მხიარული შეჯიბრებები. მოწაფეებმა გამართეს საკლასო გაზეთის - „რებუსის“ პრეზენტაცია.

ბავშვები, ასევე, წარმატებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონკურსსა თუ ინტელექტუალურ თამაშში - აჭარის შემოქმედებით კონკურსზე აჭარის განათლების სამინისტროს დიპლომებით დაჯილდოვდა 11 მოსწავლე. გაიმარჯვეს სასკოლო ინტელექტუალურ თამაშებში - „რა? სად? როდის?“. ასევე, ინტელექტუალურ თამაშში  - „მოაზროვნე“ 10-მა მოსწავლემ არგუმენტირებული მსჯელობით მოიპოვა წარმატება. სასკოლო შემოქმედებით კონკურსში დაჯილდოვდა 14 მოსწავლე. 

ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე 11-მა მოსწავლემ წარმოადგინა ნამუშევრების პრეზენტაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცხადებულ კონკურსში წარმატებით იასპარეზა ორმა მოსწავლემ. საერთაშორისო ფონდის კონკურსში წარმატება მოიპოვა ასევე ორმა მოსწავლემ. მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე ანი თავდგირიძის თემამ - „რენესანსის არქიტექტურა“ განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. იაპონის საერთაშორისო კონკურსზე წარმატება მოიპოვა ექვსი მოსწავლის მხატვრულმა ნამუშევარმა.

მოსწავლეებისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა კომპლექსური დავალებებით სწავლება. დავალებებს ბავშვები ხალისით ასრულბდნენ და დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ, პედაგოგები კი მათ მრავალფეროვნებას სთავაზობდნენ. მათ შორის აღსანიშნავია მეშვიდეკლასელთა შესრულებული კომპლექსური დავალებები მარინისტულ - პასტორალურ თემატიკაზე. 

მასწავლებლებმა სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩენასაც დიდი ყურადღება დაუთმეს. 

VIIა კლასის მოსწავლეებმა მხატვრული კომპოზიციურობით წარმოადგინეს საახალწლო და გაზაფხულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება