| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს, რაც მოწაფეთა მიღწევებზე აისახება. მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები ლონდონის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გრანდიოზულ ფინალზე წარდგნენ. სკოლა მოსწავლეებმა საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინეს და ქართული კულტურის საერთაშორისო ელჩის წოდება დაიმსახურეს.
ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ შემდეგი მოსწავლეები:
ასევე დაჯილდოვდნენ ღირსეული შვილების აღზრდისთვის დელეგატთა მშობლები და პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგი ნინო დევნოზაშვილი-შაინიძე.
„პროექტის მონაწილეებს ვულოცავთ, ქართული კულტურის საერთაშორისო ელჩის - „აიელი რაინდის“ ტიტულის მიღებას, ღირსეულად გეტარებინოთ ეს სტატუსი. უდიდესი მადლობა, კონფერენციის სულისჩამდგმელს - ლიანა გოგრიჭინი-ჯიქიას, ეკა კარტოზიას მთელ საორგანიზაციო ჯგუფს. მადლობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტმენტს...“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა