| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები ზაფხულის დღეებს საინტერესოდ და ნაყოფიერად ატარებენ და შემეცნებასა და განვითარებას არც არდადეგებზე წყვეტენ.
„ანაბასისელი“ მოსწავლეები და მასწავლებლები ჩართული არიან Global Education Network -ის მიერ შეთავაზებულ პროექტში - „საერთაშორისო კულტურული პასპორტი“.
მერვე კლასის მოსწავლე ბარბარე კაპანაძემ პროექტში ინგლისურ ენაზე წარადგინა თემა - „საქართველოს საინტერესო ტურისტული ადგილები“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მისი პრეზენტაცია იყო საინტერესო, საუბრობდა მკაფიოდ გამართული ინგლისურით, ლოგიკურად, თანმიმდევრული ფორმით. პრეზენტაციაში გამოყენებული ვიზუალური მასალის ხარისხი იყო მაღალი და რელევანტური, ფოკუსირებას ახდენდა საკვანძო საკითხზე.
„პროექტი ემსახურება არა მხოლოდ კულტურათაშორისო ინფორმაციის გაცვლას, ასევე სხვადასხვა საგანთა ინტეგრირებას, პრეზენტაციის უნარების დახვეწას, საქართველოს წარსულისა და აწმყოს გაცნობას საერთაშორისო ასპარეზზე. ბარბარე ჩართულია, ასევე, ორგანიზაციის - „გზა ცოდნისკენ“ - პროექტში „შემოქმედების კონტური“. მან პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატი დაიმსახურა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ბარბარეს მოტივატორი არის „ანაბასისის“ ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა ფერაძე, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული „გლობალური განათლების ქსელში“ და მისი არაერთი მოსწავლე ქსელის მიერ შეთავაზებული პროექტების მონაწილე და გამარჯვებულია.
„მორიგ წარმატებებს ვუსურვებთ მასწავლებელს - ქალბატონ ნანას, მის მოსწავლეს ბარბარე კაპანაძეს და მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა