| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ახარებთ.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მოსწავლეა მეთერთმეტეკლასელი სალომე ხარებავა, რომელმაც ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაში გაიმარჯვა და ბრიტანეთის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობით დაჯილდოვდა.
სკოლის დირექტორი ნინო გოგელიძე და ინგლისური ენის პედაგოგი ნათია დარსალია მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ.
„გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო გოგელიძე და ინგლისური ენის პედაგოგი ნათია დარსალია ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ ამავე სკოლის XIგ კლასის მოსწავლეს სალომე ხარებავას English School Education-ის მიერ შეთავაზებულ Toefel-ის ოლიმპიადაში გამარჯვებასა და ბრიტანეთის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა