| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სხვადასხვა საგანში აბიტურიენტთა პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს.
სკოლის ოცდაცამეტმა აბიტურიენტმა წარმატებით დაამთავრა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მათ შორის შვიდმა კურსდამთავრებულმა - მარიამ კობერიძემ, ელენე ბაჯიაშვილმა, ანანო ბასიშვილმა, სალომე ედიშერაშვილმა, ნია ლიპარიძემ, ანი დალაქიშვილმა და ლიზი ფადარაშვილმა მაღალი ქულები მოიპოვა.
სკოლის დირექტორი დალი გაბრიჭიძე მოსწავლეთა დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. დირექტორი, სკოლის სახელით, მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და მათ სასურველ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზე ჩარიცხვას უსურვებს.
„ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები და სასკოლო საზოგადოება, ულოცავენ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და მომავალ წარმატებებს უსურვებენ.
ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა გქონოდეთ, ვამაყობთ თქვენით“, - ვკითხულობთ დალი გაბრიჭიძის გავრცელებულ წერილში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა