| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სხვადასხვა საგანში აბიტურიენტთა პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით დაასრულეს.
სკოლაში აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ, მათი მიღწეული შედეგებით კი ამაყობენ.
წელს სკოლა გამოცდებზე ზაურ სადიგოვმა ასახელა. მან უცხოური ენაში უმაღლესი ქულა 70-დან 70 მოიპოვა. (ქართული ენა და ლიტერატურა - 46; ზოგადი უნარები - 57; უცხოური ენა - 70).
აღსანიშნავია, რომ ზაურ სადიგოვი სკოლაშიც შრომისმოყვარეობითა და მონდომებით გამოირჩეოდა. ის ოქროს მედლის კანდიდატია.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ზაურ სადიგოვსა და სხვა კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და უნივერსიტეტში ჩაბარებას უსურვებენ.
„ყარაჯალას საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!
სკოლისთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა, როდესაც კურსდამთავრებული ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლეს ქულას იღებს. სკოლის ოქროსმედალოსანმა მოსწავლემ ზაურ სადიგოვმა მიღებული შედეგებით ჩვენი ნდობა და იმედი მაქსიმალურად გაამართლა. ვულოცავთ ზაურს ამ დიდ წარმატებას და საუკეთესო მომავალს ვუსურვებთ!“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა