სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ციხიის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული არჩილ ჩუბინიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია 
04-08-2023
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ახარებთ. 

წელს, ციხიის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური წარჩინებით არჩილ ჩუბინიძემ დაამთავრა. მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია. 

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულ არჩილ ჩუბინიძეს სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი სწავლის წარჩინებით დასრულებასა და მომდევნო საფეხურზე გადასვლას ულოცავს! არჩილს, როგორც ყველა წარჩინებულ მეცხრეკლასელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პორტაბელური კომპიუტერი გადაეცემა.

დინჯი, თავაზიანი, იუმორით სავსე, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ჰუმანური და დაკვირვებული - სათქმელი ბევრია, მაგრამ აღარ გავაგრძელებთ მისი დადებითი თვისებების ჩამოთვლას.

უფალმა დაულოცოს მომავალი არჩილს. ვიმედოვნებთ, ცხოვრების ყველა გზაზე კეთილსაიმედო ადამიანები შეხვდებიან, ისეთივენი, როგორიც თავად არის“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება