სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიცანით, უცხოური ენის უმაღლესქულიანი აბიტურიენტები - სად აბარებენ და რა გეგმები აქვთ ახალგაზრდებს
02-08-2023
-
+


დღეს, უცხო ენის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. არაერთმა აბიტურიენტმა შეძლო ცოდნის საუკეთესოდ წარმოჩენა და გამოცდაზე მაქსიმალური, 70 ქულის დაგროვება. ჩვენ კი, საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტების არასრულ შემადგენლობას გაგაცნობთ და მათ ემოციებს გაგიზიარებთ.

ერთ-ერთი უმაღლესი ქულის მქონე აბიტურიენტი წალკის მუნიციპალიტეტის, იმერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მელანო ბერიძეა, რომელიც მხოლოდ, რამდენიმე თვე ემზადებოდა რეპეტიტორთან, თუმცა საუკეთესო შედეგის დასადებად სრულებით საკმარისი აღმოჩნდა.

„სიმართლე გითხრათ, ველოდი მაღალ ქულას, თუმცა მაქსიმალურ შედეგში არ ვიყავი დარწმუნებული. მხოლოდ, ბოლო რამდენიმე თვე ვემზადებოდი პედაგოგთან, მანამდე ჩემით ვმეცადინეობდი და მიხარია, რომ გავედი ამ შედეგზე და დამიფასდა შრომა. ტესტები ნამდვილად არ იყო რთული, პირადად მე არ გამჭირვებია მუშაობა. მინდა ბითიუ-ში ჩავაბარო, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ჩემი მიზანია, ვიყო წარმატებული პროგრამისტი. ვფიქრობ, არ დაველოდები უნივერსიტეტის დასრულებას იმისთვის, რომ ჩემი კარიერა დავიწყო, მინდა ისეთ კომპანიებთან ვითანამშრომლო, როგორიცაა Google და გავაკეთო ყველაფერი ჩემი მიზნების მისაღწევად“ - აღნიშნავს მელანო.

კიდევ ერთი 70 ქულის მქონე აბიტურიენტი ნინი ჯვარშეიშვილია, რომელმაც ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა დაასრულა.

„ძალიან გამიხარდა ამდენი წლის შრომა, რომ დამიფასდა. ველოდი ამ შედეგს, თუმცა მაინც დიდი შოკი იყო ჩემთვის. ადრე ვემზადებოდი მასწავლებელთან, საფუძვლიანად რომ მესწავლა ინგლისური ენა, შემდეგ თავად გავაგრძელე მეცადინეობა, ბოლო წელს კი, ცოდნის შეჯამებისა და თავის დაზღვევის მიზნით ისევ გავაგრძელე რეპეტიტორთან მომზადება. ვფიქრობ, რომ დღეს უცხო ენაში მაქსიმალური შედეგის დადება არ არის რთული, რადგან თანამედროვე ცხოვრება, იმდენად არის გარემოცული ინგლისური ენით, რომ ყოველდღიურობაც გვაძლევს დიდი ცოდნას, რასაკვირველია მეცადინეობაც მნიშვნელოვანია. მონდომებით, საკუთარი თავის რწმენითა და მუდმივად პროგრესისკენ მისწრაფებით, აუცილებლად მოახერხებ საუკეთესო შედეგზე გასვლას. ვაპირებ, თავისუფალ უნივერსიტეტში, პროგრამირებაზე ჩავაბარო. ყველა ამბობს, რომ სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია და ჩემი წარმოდგენებიც ასეთია, ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს, მგონია, რომ ჩემი ცოდნაც დამეხმარება, რომ ეს წლები საუკეთესოდ გავატარო. იმედი მაქვს, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ვიქნები წარმატებული, იმ საქმით დაკავებული, რომელიც მიყვარს და თავს ბედნიერად მაგრძნობინებს, მგონია, რომ ინგლისური ენის ცოდნა ჩემი მიზნების მისაღწევად აუცილებელია. მომავალში სამოგზაუროდ წასვლაც მინდა და ვიმედოვნებ, რომ შევძლებ“ - გვიყვება ნინი

ასევე საუკეთესო შედეგი აჩვენა ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ლუკა ლიკლიკაძემ.

„ძალიან გამიხარდა, თუმცა ველოდი ამ შედეგს. თავიდანვე საკმაოდ მაღალი დონე მქონდა ინგლისურში, სკოლაში საფუძვლიანად ვსწავლობდი და ბოლო წლებშიც, რეპეტიტორთან შევაჯამე ეს ცოდნა და ბედნიერი ვარ, რომ გაწეული შრომა, მაქსიმალური შედეგით დამიფასდა.მაქსიმალური შედეგის მიღება, რა ცოდნაც არ უნდა გქონდეს, ყოველთვის რთულია, რადგან ერთი შეცდომა ყველას შეიძლება გაეპაროს, თუმცა დიდი შრომის შედეგად, არაფერია შეუძლებელი. ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი, თუმცა დიდი ალბათობით თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარებ, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით. მინდა ვიყო წარმატებული პროგრამისტი, თუმცა პარალელურად მინდა ჩემი ჰობიც პროფესიად ვაქციო და ლიტერატურული წიგნი დავწერო“ - გვიამბობს ლუკა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება