სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

იცოდით, რომ შემოქმედებითობა ჩვენი დნმ-ის ნაწილია? - კრეატიული აზროვნების ფორმულა
30-07-2023
-
+


კრეატიული აზროვნება ადამიანების ერთ-ერთი ძლიერი უნარია, თუმცა საინტერესოა შეიძლება თუ არა ამ უნარის გამომუშავება, მიუხედავად იმისა, რომ  მეცნიერების აზრით, შემოქმედებითობა, შეიძლება გენებით განსაზღვრულ, პირად თვისებებს უკავშირდებოდეს?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნებისადმი მიდრეკილ ადამიანებს, თავის ტვინის მსგავსი ფუნქციები გააჩნიათ და მათ საკუთარი გრძნობების და ემოციების გამოხატვა უკეთესად შეუძლიათ.

„კრეატიულობა შემაერთებელი ქსოვილია, რომელიც ყველას გვაერთიანებს“- ეს სიტყვები Adobe-ის აღმასრულებელი დირექტორს ეკუთვნის, რომელმაც საზოგადოებას კრეატიულობის საინტერესო ფორმულა შესთავაზა. ის ძლევა მარტივ და გამოსადეგ გზას ამ რთული კონცეფციის გასაგებად.

კრეატიულობის ფორმულა შემდეგნაირია :

C = fa(K,I,E)

იდეის ავტორმა, როგორც ყოფილმა მათემატიკის პროფესორმა, ფორმულის შესადგენად თავისი გამოცდილება გამოიყენა. ფორმულა აღწერდა ფაქტორებს, რომლებიც ქმნიან შემოქმედებით აზროვნებას.

ავტორმა, ფორმულაში წარმოდგენილი - C = ƒa(KIE), შემდეგნაირად განმარტა: კრეატიულობა წარმოიქმნება ცოდნას (K), წარმოსახვას (I) და შეფასებას (E) შორის. ეს ყველაფერი კი, მრავლდება a-ზე = ჩვენს დამოკიდებულებაზე.

  • K (knowledge/ცოდნა) - მიღებული ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება;
  • I (imagination/წარმოსახვა) - იდეების გენერირების ან კავშირების დამყარების უნარი;
  • E (evaluation/შეფასება) - კონკრეტული იდეის ან სიტუაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლა.

კრეატიულობა, როგორც აზროვნების ჩარჩო, გვაჩვენებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ გვჭირდება ცოდნა (K), არამედ კრიტიკულად უნდა შევაფასოთ (E) ის, რასაც ვფიქრობთ, ვამბობთ და ვაკეთებთ. სკოლებში მოსწავლეები კარგ ქულებს იღებენ ცოდნის საფუძველზე, მაგრამ ისინი არც ისე კარგები არიან შეფასებასა და საკუთარი აზრების გამოთქმაში. I - კრეატიულობის ფორმულის შუაში მდგარი კომპონენტი - წარმოსახვა, იშლება მაშინ, როცა ჩვენი ფანტაზია საშუალებას გვაძლევს გამოვიგონოთ იდეები, დავინახოთ შესაძლებლობები და დავინტერესდეთ ყველაფრით, რაც ჩვენ გარშემოა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება