სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აკაკი პატარა საქართველოა“ - ქუთაისის N38 საჯარო​ სკოლის მე-5 კლასელთა შთამბეჭდავი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია
12-11-2026
-
+


ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებას შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს. 

30 ოქტომბერს, ქუთაისის N38 საჯარო სკოლის Vა კლასში (დამრიგებელი – ბაია ნემსაძე), განსაკუთრებული სითბოთი, სიყვარულითა და შემოქმედებითი მუხტით აღსავსე ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა თემაზე – „აკაკი პატარა საქართველოა“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს იყო არა მხოლოდ სასკოლო ღონისძიება, არამედ ბავშვებისა და პედაგოგების ერთობლივი შრომით, მონდომებითა და სიყვარულით შექმნილი შემოქმედებითი მოგზაურობა აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და უკვდავი შემოქმედების სამყაროში.

ღონისძიება ინტეგრირებული იყო რამდენიმე სასწავლო საგანთან – ქართულ ენასა და ლიტერატურასთან, რუსულ ენასთან, მუსიკასა და სახვით ხელოვნებასთან (პედაგოგები: მ. კიკვაძე, ბ. ნემსაძე, ე. კიკვაძე).

მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და გულწრფელი სიყვარულით გააცოცხლეს დიდი პოეტის შემოქმედება: მხატვრულად წაიკითხეს მისი ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები და ცეკვები, წარმოადგინეს ნაწარმოებების – „სიზმრის“, „ღამურას“, „მგლისა და კრავის“ (ქართულ და რუსულ ენებზე) და „გამზრდელის“ – საინტერესო ინსცენირებები. სახვითი ხელოვნების მიმართულებით შექმნილმა თემატურმა ნამუშევრებმა და პრეზენტაციამ კი ღონისძიებას განსაკუთრებული მრავალფეროვნება შესძინა.

თითოეული სიტყვა, მუსიკალური ნომერი და სცენური ეპიზოდი დიდი შრომის, არაერთი რეპეტიციის, შემოქმედებითი ძიებისა და პასუხისმგებლობის შედეგი იყო. მოსწავლეთა მონდომებასა და სცენურ თავდაჯერებულობაში ნათლად იგრძნობოდა პედაგოგთა პროფესიონალიზმი, მოთმინება, თავდადება და თითოეული ბავშვის შესაძლებლობების წარმოჩენის სურვილი.

„ამ ერთობლივმა შემოქმედებითმა ძალისხმევამ სასკოლო სივრცე ნამდვილ ლიტერატურულ დღესასწაულად აქცია და ბავშვების გულებში მრავალი ნათელი შთაბეჭდილება დატოვა.

როდესაც მასწავლებლის შრომა მოსწავლის შემოქმედებით წარმატებად იქცევა, ხოლო დიდი პოეტის სიტყვა ბავშვების გულებში ცოცხლდება, სწავლა ნამდვილ სულიერ გამოცდილებად იქცევა.

აკაკი პატარა საქართველოა – საქართველო, რომელიც თითოეული ბავშვის გულში უნდა ცოცხლობდეს და თაობიდან თაობას გადაეცემოდეს“,- აღნიშნავენ სკოლაში, ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და მადლობას უხდიან მოსწავლეებს მონდომებისა და სიყვარულისთვის, პედაგოგებს კი იმ დიდი შრომისა და თავდადებისთვის, რომელმაც ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად აქცია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება