| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

26-30 სექტემბერს, ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში, უცხო ენების კათედრის ინიციატივით, მხიარულ, დინამიკურ და პოზიტიურ ატმოსფეროში მიმდინარეობდა მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებიც ენების ევროპულ დღეს მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში მეხუთეკლასელებმა წარმოადგინეს გერმანულენოვანი მუსიკალური ნომრები;
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში.
ღონისძიება კიდევ უფრო აზარტული და თანამედროვე გახადა ციფრულმა პლატფორმა „Kahoot“-მა. მოსწავლეები დასმულ შეკითხვებს ინდივიდუალური ციფრული მოწყობილობებიდან პასუხობდნენ, სადაც, საგნობრივ ცოდნასთან ერთად, დიდ როლს თამაშობდა ოპერატიულობა და სხარტი აზროვნება.
IX-X კლასების მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო დამატებითი მასალები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, მოამზადეს თემატური პოსტერები და რუსულ ენაზე ისაუბრეს:
• ფინეთზე - მისი უნიკალური განათლების სისტემისა და თავისებურებების შესახებ;
• იტალიაზე - მის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ღირშესანიშნაობებზე;
• ესპანეთსა და შვეიცარიაზე - წარმოადგინეს ამ ქვეყნების შესახებ მომზადებული შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი მასალა.
„გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს ასეთი აქტიური, ენერგიული და ნაყოფიერი ჩართულობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებელთა შემოქმედებითი მიდგომები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას