| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა.
სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაცემად ძალ-ღონე არ დაიშურეს.
სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს 2023 წლის კურსდამთარებულები. სკოლაში ღონისძიება გაიმართა, სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს გზა დაულოცა და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„19 მაისს, მეთორმეტეკლასელების ცხოვრებაში დასრულდა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი, ახალი ცოდნის მიღებისა და მეგობრების შეძენის 12 წელიწადი.
კიდევ ერთმა თაობამ დატოვა სკოლის კედლები და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯა. სწორედ ამ მოვლენას მივუძღვენით ბოლო ზარის ზეიმი „მშვიდობით სკოლავ“, რომელიც სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა. ზეიმს ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, სკოლის მასწავლებლები, უფროსკლასელები, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ია ჩინჩალაძე და ქალაქის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი ქალბატონი მარინა მარჯანიშვილი“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეებმა ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს.
„ერთმანეთს ენაცვლებოდა ცეკვა, სიმღერა, ლექსი. ძალიან კარგად წარმოადგინეს გაკვეთილების ინსცენირება და მასწავლებელთა პაროდიები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებს გზა დაულოცა კლასის ხელმძღვანელმა ნუნუ ირემაძემ, მშობლებმა, მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორმა. ზეიმმა დამსწრე საზოგადოების მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, მოსწავლეები მისაღებ გამოცდებს აბარებენ. დირექცია და პედაგოგები კი მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა