| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგთა ხელმძღვანელობით მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც სკოლის შიდა, ისე გარე ღონისძიებებში და წარმატებასაც აღწევდნენ.
მათ შორისაა მე-8 კლასის მოსწავლე ნინი ცინცაძე, რომელმაც შესაძლებლობები ლიტერატურულ კონკურსში წარმოაჩინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში, სამინისტრომ ლიტერატურული მარათონი ჩაატარა, რომელშიც აჭარის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების VII-IX კლასის და X-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსის პირველი ტური 22-23 აპრილს ელექტრონულად გაიმართა. 27 მაისს კი ჩატარდა ლიტერატურული მარათონის მეორე ტური ინდივიდუალურად, პირისპირ შეჯიბრების ფორმით, სადაც ცხრა სიგელოსან მოსწავლეს შორის ნინი ცინცაძე დასახელდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ, მიღწეულს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა