სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეებს ცოცხალ მაგალითად ქცეულებმა უნდა გავუკვალოთ გზა მწვერვალებისკენ“ - ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე
04-07-2023
-
+


მარინე ტაბატაძე ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი და ამავდროულად, მათემატიკისა და ჭადრაკის მასწავლებელია, რომლისთვისაც განვითარება და წინსვლა უწყვეტი პროცესია. მისი მიზანია სკოლამ მოსწავლეებს ისეთი განათლება მისცეს, რომ დამატებით მომზადება აღარ დასჭირდეთ და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაბარება მაღალი ქულებით შეძლონ. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მარინე ტაბატაძესთან. 

- ეს სასწავლო წელი იყო...

- 2022-23 სასწავლო წელი სკოლისთვის განსაკუთრებულად გამორჩეული იყო. ჩვენს სკოლას საიუბილეო 60 წელი შეუსრულდა, საშუალო სკოლის სტატუსის მინიჭებიდან, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი სოფლის მკვიდრს და მაშინდელი განათლების განყოფილების უფროსს ავთანდილ ჩხეიძეს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უამრავი აქტივობა განვახორციელეთ, როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ. შრომა დაგვიფასდა - მოგვენიჭა ტიტულები - „პერსონა 2023“ და „მსოფლიოს 100 საუკეთესო სკოლა“. ყოველი წარმატება და აღიარება სიხარულთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. 

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- მშობლების როლი განუსაზღვრელია სკოლისთვის, ამიტომ ისინი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი სასკოლო ცხოვრებასა და აქტივობებში.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- კარგად მახსოვს ჩემი ბოლო ზარი, თეთრ პერანგზე საკუთარი ხელით ამოქარგული ზარი და საქართველოს დროშა, ჩემი თანაკლასელებისა და მასწავლებლების კეთილი სურვილები...

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- დავამთავრე გორის მე-10 საშუალო სკოლა. საუკეთესო მასწავლებლები გვყავდა. აბიტურიენტობა სკოლის გაცდენის ხარჯზე არ გაგვიტარებია. სკოლაში მიღებული ცოდნა და აღზრდა დღემდე მასაზრდოებს. ჩემი უდიდესი სურვილია, აბიტურიენტები სკოლაში მიღებული ცოდნით, რეპეტიტორების გარეშე ეწყობოდნენ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში და სიყვარულით ეუფლებოდნენ მომავალ პროფესიას...

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- წელს 10 პირველკლასელი მოდის სკოლაში. ყველა დარეგისტრირებულია და ველოდებით დიდი სიყვარულით - კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ცოდნის ტაძარში ჩვენი სამშობლოს საიმედო მომავალო. ვინაიდან ბავშვისთვის სკოლა პირველი წარმატების და შთაბეჭდილების ადგილია, უნდა დავეხმაროთ მათ ბედნიერების მშენებლობაში. ვიყოთ მომთმენნი, მამაცნი, გამბედავი, ცოცხალ მაგალითად ქცეულებმა გავუკვალოთ ცხოვრების გზა მწვერვალებისკენ.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- მოსწავლეების მოძღვნილი უამრავი გულწრფელი შექება, ლექსი, ნახატი, ჩანახატი მაქვს შენახული. ყველა მნიშვნელოვანია და გულგასახარი...

- მოტივაციას მაძლევს...

- ჩემი სამშობლოს უნაპირო სიყვარული და ჩვევაში გადასული მოტივაცია მაძლევს პოზიტიურ ენერგიას, რომლითაც ვცდილობ სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, სამყარო შევცვალოთ უკეთესობისკენ...


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება