სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტყის ხანძრების გამოძიება“​ - რუისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
04-07-2023
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში აკადემიური წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტებით სწავლება. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „სასკოლო კურიკულუმების განვითარებისა და მხარდაჭერის უზრუნველოყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს განხორციელდა Intel-ის სასწავლო პროექტი - „ტყის ხანძრების გამოძიება“ .

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში სამი საგნის - გეოგრაფიის, ქიმიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდა, სამიზნე ჯგუფად კი შეირჩა მე-8 კლასი.

„პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს განეზოგადებინათ ტყის ხანძრების დროს „წვა“ და მისი გავლენა; მოეხდინათ ტყის ხანძრების სივრცითი ტენდენციების იდენტიფიცირება გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) გამოყენებით“,- გვეუბნებიან სკოლაში და პროექტის განხორციელების ეტაპზე გვესაუბრებიან. 

I ეტაპზე მოსწავლეები გაეცნენ „წვას“, როგოც  ქიმიურ პროცესს და მის გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე; აღწერეს სრული და არასრული წვის ქიმიური რეაქციები; გაეცნენ აქტივაციის ენერგიას; ჩაატარეს სადემონსტრაციო ცდა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში.

II ეტაპზე მოსწავლეები გაეცნენ GIS -ელექტრონულ პლატფორმას, პრაქტიკულად გადადგეს ნაბიჯები როგორ გამოიყენონ ვებზე დაფუძნებული GIS ინსტრუმენტი: Global Forest Watch – Fires. ტყის ცვლილების მონიტორინგისთვის, აღნიშნულ ბმულზე მიიღეს რეკომენდაცია და ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია რუკისა და დაფების გამოყენების შესახებ.

III ეტაპზე მოსწავლეებმა „დაათვალიერეს“ ტყის ხანძრისთვის ხელსაყრელი ადგილები მსოფლიოში; დააკვირდნენ/გაეცნენ ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ ცვლილებებს ტროპიკებში.

აღნიშნული მაგალითის საფუძველზე GIS-ის გამოყენებით, გამოიკვლიეს საქართველოში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში, ხანძარსაშიში ზონები, ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზებისა და მათი თავიდან აცილების შესაძლო გზები, გააკეთეს შესაბამისი დასკვნები და შეავსეს მითითებული სამუშაო ფურცლები.

„პროექტმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა გაეაზრებინათ ტყის ხანძრებით გამოწვეული კლიმატის ცვლილებები საქართველოსა და მსოფლიოს მაგალითზე. რატომ არის საჭირო გარემოზე ზრუნვა, პრობლემა რამდენად გლობალურია, რა შეგვიძლია გავაკეთოთ პრობლემის შენელებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება