სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პოეზია სულის საზრდო“ - ახალშენის საჯარო სკოლაში გრანდიოზული ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა 
30-06-2023
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში წარმატებული სასწავლო წელი შთამბეჭდავად დაგვირგვინდა. 

სკოლამ კინოსა და თეატრის მსახიობთან, მხატვრული კითხვის ოსტატთან, მეტყველების პედაგოგთან და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტ მაკა შალიკაშვილთან ერთად, განახორციელა 2022-2023 სასწავლო წლის შემაჯამებელი სასკოლო პროექტი სახელწოდებით -  „პოეზია სულის საზრდო“.

როგორც სკოლის დირექტორი ვიოლა აკობიძე გვიყვება, მაკა შალიკაშვილისადმი მოსწავლეების დიდი სიყვარულისა და დაინტერესების გამო სკოლის დირექციამ და პედაგოგიურმა კოლექტივმა ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყვიტა მსახიობის მიწვევა და დაიწყო მუშაობა პროექტის სისრულეში მოსაყვანად, რაც მიმდინარე წლის 22 ივნისს დასრულდა გრანდიოზული პოეზიის საღამოთი, რომელსაც ესწრებოდნენ ქალაქ ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები სრული შემადგენლობით.

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ჯულიეტა ქობალიამ, სკოლის დირექტორს გადასცა მადლობის სიგელი აქტიურობის, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, ასევე სერტიფიკატები გადაეცათ მოსწავლეებს „ტვინების ბრძოლის“ ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობისთვის.

საღამოს, ასევე, ესწრებოდნენ ხონის მერი ლადო ჯურხაძე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ბატონი ვახტანგ ვაჭარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

„სოფელი ახალშენი რაიონში არის ერთადერთი სოფელია, სადაც მოქმედებს კათოლიკური ეკლესია და ეს ეკლესია დიდ დახმარებას უწევს ჩვენს სკოლას. აქედან გამომდინარე არც ამ საღამოს დაგვტოვეს უყურადღებოდ და სტუმრად გვეწვია ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი მამა ჯუზეპე პაზოტო, ეპისკოპოსის ვიკარი, დასავლეთ საქართველოს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი მამა გაბრიელე ბრაგანტინი და დები“,- გვიყვება დირექტორი. 

დირექტორის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ღონისძიებაზე ასპარეზი გადაეცათ ბავშვებსა და მაკა შალიკაშვილს, რომელთა პერფორმანსებმა უდიდესი სიამოვნება მიანიჭა დამსწრე საზოგადოებას - ლექსით ეფერებოდნენ, როგორც ერთმანეთს, ისე ყველა იქ მყოფს, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა დამსწრე საზოგადოებაზე.

ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ვიოლა აკობიძე მადლობას უხდის ყველას ვისაც ღონისძიების ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 

„უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ მაკა შალიკაშვილს, რომელმაც სხვანაირად დაანახა ბავშვებს პოეზია და აჩვენა მათ, რომ არ არის მათთვის მიუწვდომელი ცნობილ ადამიანებთან შეხვედრა და ოცნებების ასრულება, მთავარია ჩვენი ოცნების ასასრულებლად არ დაგვეზაროს შრომა. ასევე დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის დიდ გულშემატკივარსა და მეგობარს ქალბატონ ლაიანა ზამბაიძეს, რომელიც გახლავთ დასავლეთ საქართველოს კარიტასის მოხალისეთა კოორდინატორი, 29 წელია თავად მოხალისეა და უანგაროდ ემსახურება კეთილ საქმეს, სწორედ ქალბატონ ლიანას დახმარებით გავიცანით ქალბატონი მაკა. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგებს, რომლებმაც ღამეები ათენეს ბავშვების ოცნების ასასრულებლად და 22 ივნისის საღამოს მაღალ დონეზე ჩასატარებლად“,- აღნიშნავს ვიოლა აკობიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება